მოხმარების პირობები

www.vakansiebi.ge არის ვაკანსიების განთავსებისა და დასაქმების ონლაინ პლატფორმა, სადაც კომპანიებს შეუძლიათ განათავსონ ვაკანსიები, ხოლო სამუშაოს მაძიებლებს – შექმნან პროფილი და განათავსონ საკუთარი CV.



რეგისტრაცია და ანგარიშის გამოყენება

 

საიტზე ვაკანსიის განსათავსებლად ან CV-ის დასამატებლად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ელ. ფოსტის საშუალებით.

ერთი პროფილით შესაძლებელია რამდენიმე ვაკანსიის ან CV-ის განთავსება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

  1. ერთი და იგივე შინაარსის ვაკანსიის მრავალჯერადი განთავსება

  2. არათემატური ან საიტის მიზნებთან შეუსაბამო ინფორმაციის გამოქვეყნება
     

ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს წაშალოს განცხადება ან შეზღუდოს ანგარიში, თუ დაფიქსირდება წესების დარღვევა.
 

ვაკანსიების განთავსება

 

ვაკანსიაში აუცილებელია მითითებული იყოს:

  • კომპანიის დასახელება

  • საკონტაქტო ინფორმაცია

  • ვაკანსიის აღწერა, მოთხოვნები და პირობები

     

არასრული ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს რომ ვაკანსია წაიშალოს ან დარედაქტირდეს.

 

საიტის ადმინისტრაცია უშუალოდ არ მონაწილეობს დამსაქმებელსა და კანდიდატს შორის შრომით ურთიერთობაში და არ არის პასუხისმგებელი:

  • დამსაქმებლის მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე

  • შრომითი ხელშეკრულების პირობებზე

  • კანდიდატისა და დამსაქმებლის შორის მიღწეულ შეთანხმებაზე
     

დასაქმებასთან დაკავშირებული შეთანხმება ხდება უშუალოდ მხარეებს შორის.
 

ფასიანი და უფასო მომსახურება

 

საიტზე შესაძლებელია როგორც უფასო, ასევე ფასიანი (პრიორიტეტული/VIP) ვაკანსიების განთავსება.

ფასიანი მომსახურების შემთხვევაში ვაკანსია გამოჩნდება უფრო მაღალ პოზიციაზე ძიების შედეგებში და ექნება მეტი ხილვადობა.

გადახდა შესაძლებელია:

  • ონლაინ ბარათით

  • საბანკო გადარიცხვით

     

თანხის დაბრუნების პოლიტიკა

 

გადახდილი თანხის უკან დაბრუნება შესაძლებელია გადახდის მომენტიდან არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

  • ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მიიღეთ შესაბამისი სერვისი

გასაჩივრება უნდა განხორციელდეს წერილობითი მომართვის საფუძველზე. მოთხოვნა განიხილება ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

 

უსაფრთხოება

 

ვებ-გვერდი www.vakansiebi.ge დაცულია უსაფრთხოების სერტიფიკატით და მონაცემთა გაცვლა ხდება დაშიფრული HTTPS არხის მეშვეობით.

მიუხედავად ამისა, შეგახსენებთ, რომ ინტერნეტკომუნიკაცია სრულად დაცული არ არის. ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ არასანქცირებულ წვდომაზე ან/და ინფორმაციის დაზიანებაზე, რომელიც არ არის გამოწვეული უშუალოდ საიტის ტექნიკური გაუმართაობით.

www.vakansiebi.ge-ის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ზემოთ ჩამოთვლილ მოხმარების პირობებს.

მოძებნეთ ქალაქი ან აირჩიეთ სიიდან
დააჭირეთ ფოტოს დამცავი ტექსტის განახლებისთვის.